კავკასუს როუდ პროჯექტი

+99532 2 43 90 96
info@crp.ge
კოტე აფხაზის 44
მეიდან პალასი
ორშ. - პარ. 9.00 - 18.00
შაბ - კვ / დაკეტილია

გვირაბი ვერეს ხეობიდან ბახტრიონის ქუჩამდე

კავკასუს როუდ პროჯექტი

04/18/2024
crp
14200
გზის ინფრასტრუქტურა
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. მდ. ვერეს ხევი. მოკლე აღწერა: ვარაზის ხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე გაყვანილი მაგისტრალის შემდეგ გაჩნდა იყალთოს მთაში გამავალი გვირაბის საჭიროება, რომელის მშენებლობაც "კავკასუს როუდ პროჯექტმა" 2012 წლის ივლისში დაასრულა. გვირაბმა საგრძნობლად განტვირთა ვაკე-საბურთალოს ძირითადი გამზირები. გვირაბი ვერეს ხეობიდან ყოფილი იპოდრომის ტერიტოიაზე, ბახტრიონისა და სულხან ცინცაძის ქუჩას შეურთდა. მეორე მხარეს ახალი გზის მეშვეობით ის დაუკავშირდება ჭავჭავაძის გამზირს. ამით შედგება უმოკლესი გზა ვაკიდან საბურთალომდე. გვირაბი სიგრძეში 204 მეტრია, ხოლო სიგანეში 11 მეტრი. სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მეტრია და მასში ორმხრივი მოძრაობაა გათვალისწინებული. არქიტექტორი: მოცემული პროექტი დამუშავებულია შპს “საქგზამეცნიერება”, (თამაზ შილაკაძე - გენერალური დამპროექტებელი), შპს “გზამშენპროქტი” და შპს “კავგიპროტრანსი-მგ”-ს მიერ. საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები შეასრულა შპს “ჯეოინჟინერინგმა”. ქვეკონტრაქტორები: “ალგა” – იტალია, სს “ჰიდროენერგომონტაჟი” და შპს “ინტერპროექტი”.