პროექტის დასახელება: საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე.
ადგილმდებარეობა: ანაკლია - განმუხური, ზუგდიდის რაიონი, სამეგრელო - ზემო სვანეთი.
მოკლე აღწერა:
საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, აკავშირებს ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლებს.
პროექტის მშენებლობა იყოფა 8 ძირითად ფაზად:
რკინა-ბეტონის ხიმინჯებიანი საძირკვლის მოწყობა;
რკინა-ბეტონის ბურჯების მოწყობა;
ხის კონსტრუქციის დამზადება;
ლითონის კონსტრუქციების დამზადება;
ხის კონსტრუქციების მონტაჟი;
პილონის დამონტაჟება;
პილონის ვანტების დამონტაჟება;
სავალი ნაწილის შეფიცვრა, მოაჯირების მოწყობა და განათება.
ტექნიკური მახასიათებლები: ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 504 მეტრია, სიგანე კი 6.81 მ. ის ევროპაში ყველაზე გრძელი ხის ხიდია.
პროექტის გენერალური კონტრაქტორი: შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი"
ხიდის პროექტის ავტორები:
შპს „ტრანსპროექტი“ (საქართველო)
Leonard Andre and Partners GmbH (გერმანია)
Hess Timber Limitless GmbH (გერმანია)
Fast+Epp GmbH (გერმანია)
პროექტის ქვეკონტრაქტორები:
Hess Timber Limitless (გერმანია);
Baucon (გერმანია);
Redaelli (იტალია);
Alga (იტალია);
Prolight (საქართველო);
ელიტა-ბურჯი (საქართველო).
დასრულების თარიღი: 2011 წლის 31 დეკემბერი.